მეტროსადგურ „ახმეტელთან“, სავაჭრო ცენტრში ხანძარი იყო
მეტროსადგურ „ახმეტელთან“, სავაჭრო ცენტრში ხანძარი იყო

ხანძარი იყო თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელთან“.

ცეცხლი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ გაჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დატოვე კომენტარი