დალია გრიბაუსკაიტე თბილისშია [ფოტო]
დალია გრიბაუსკაიტე თბილისშია [ფოტო]

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უკვე თბილისშია. გრიბაუსკაიტეს სამთავრობო აეროპორტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდნენ.

ლიეტუვის პრეზიდენტს ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში ელოდებიან, სადაც საგანგებო მიღების შემდეგ, ის საქართველოს პრეზიდენტთან დახურულ შეხვედრას გამართავს, მოგვიანებით კი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

დალია გრიბაუსკაიტე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

24 მაისიდან ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა.