დალია გრიბაუსკაიტე - გამოდის, რომ საქართველო პირისპირ აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ, რაც არ არის სწორი
დალია გრიბაუსკაიტე - გამოდის, რომ საქართველო პირისპირ აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ, რაც არ არის სწორი

გამოდის, რომ საქართველო პირისპირ აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ არის სწორი, არ არის სამართლიანი, ამიტომ ეს დონე უნდა ამაღლდეს და ინტერნაციონალიზებული გახდეს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა გზას ხედავს ლიეტუვის პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ საქართველოს დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს.

„თქვენ იკითხეთ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რაც ტვირთად აწევს საქართველოს. ვფიქრობთ, რომ მაღალი დონის საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობაზე ვამყარებთ იმედს. ტექნიკურად ასე გამოდის, რომ საქართველო პირისპირ აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ არის სწორი, არ არის სამართლიანი, ამიტომ ეს დონე უნდა ამაღლდეს და გაცილებით ინტერნაციონალიზებული გახდეს“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.