ლევან ყიფიანი - ზაზა ოქუაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია
მთელი უბედურება ის არის, რომ ზაზა ოქუაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია, – ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც ლევან ყიფიანმა განაცხადა, ზაზა ოქუაშვილს სთხოვდა, მის მიმართ სამი წლის განმავლობაში დაგროვებულ დავალიანება გაესტუმრებინა.
„დავალიანების გასტურებაზე აპელირებით მან მთხოვა, რომ მივიღებდი დავალიანებას, თუ დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად. მე გადაწყვიტე ამ თამაშის განხორციელება, მივიღე მისი გამოწვევა, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ეს კაცი ჩანაწერებს აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია. რა თქმა უნდა, ჩემს გავლენებს ვიყენებდი, მქონდა ნაცნობობა, ამისთვის ვმუშაობდი, ამისთვის გამაჩნდა ის ხელშეკრულება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სასამართლოში და გამოძიების შემდგომ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ლევან ყიფიანი დღეს საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა აღიარა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა.