ლევან ყიფიანი აღიარებს, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა 
ლევან ყიფიანი აღიარებს, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა 

მინდა, დიდი ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემს ოჯახს, იმ, ასე ვთქვათ, მდგომარეობისთვის, რა მდგომარეობაც შეიქმნა ჩემ გარშემო, მაგრამ მე დღეს სასამართლოში მივეცი ჩვენება, შესაბამისად, ამ მიმართულებას არ ვცვლი და მაქსიმალურად ვეცდები, ნათელი მოეფინოს ამ მდგომარეობას, – ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, „ომეგა ჯგუფში“ 2015 წლიდან მუშაობდა.

„ისეა წარმოჩენილი, თითქოს ვიყავი მიგზავნილი. მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი. რაც შეეხება იმ ნაწილს, რა ხდებოდა ჩანაწერებთან დაკავშირებით. მე გეტყვით, შეიძლება ეს იყოს სასაცილოც კი, რადგან ამ ჩანაწერებში ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა.

ზაზა ოქუაშვილი ჩემთან მოვიდა ზაფხულის თვეში, იგი პერიოდულად მიბრუნდებოდა, ხან გავდიოდი კომპანიიდან, ხან გამოვდიოდი. ბოლო შეხვედრისას მან შემომთავაზა და დამიხატა ასეთი სურათი – მისი ბიზნესი საქართველოში წნეხს განიცდის უცხოელი პარტნიორებისგან ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით. შემომთავაზა, რომ ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც შემდგომში უნდა წარგვედგინა და მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში და ის ფაქტი, რომ მე ვიყავი ყოფილი მინისტრი, ჩემი წარმომავლობა, ოჯახიშვილობა უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი, დაარწმუნებდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა ვალდებულებების, დავალიანებების გადავადება, პრობლემების მოგვარება საქართველოში“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.