„ომეგა ჯგუფი“ აცხადებს, რომ აქციზური მარკები მიიღო და მუშაობა განაახლა 
„ომეგა ჯგუფი“ აცხადებს, რომ აქციზური მარკები მიიღო და მუშაობა განაახლა 

„ომეგა ჯგუფმა“ აქციზური მარკები მიიღო და მუშაობა განაახლა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია „სოციალურ ქსელ“ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

კომპანია თანამშრომლებს ახალ წელს ულოცავს და ამავე განცხადებაში წერს, რომ პროდუქციის წარმოება წარმატებულად განაახლა.

„კომპანია „ომეგა ჯგუფი” გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს თითოეული მოქალაქის ოჯახში და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვულოცავთ ახალ წელს „ომეგას“ თანამშრომლებს, რომლებსაც მიეცათ საშუალება, რომ დაბრუნებოდნენ თავის სამუშაო ადგილს, აგრეთვე, ვულოცავთ მათ, ვინც ახლო მომავალში დაუბრუნდებიან კომპანიას, რადგან „ომეგამ“ მიიღო აქციზური მარკები, წარმატებულად განაახლა პროდუქციის წარმოება და ეს პროცესი იმედს იძლევა, რომ კომპანია შეძლებს ადრინდელი მოცულობით წარმართოს საქმიანობა თავისი თითოეული თანამშრომლის, ქვეყნის ბიუჯეტისა და საერთო მომავლის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.