ლევან კობერიძე - კოლეგებს ვურჩევდი, ვიფიქროთ იმ 53 მილიონზეც, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოეყოფა
ჩემი პოზიცია კანონპროექტთან მიმართებაში დავაფიქსირე როგორც ეკონომიკის კომიტეტზე, ასევე შემდგომში კენჭისყრის დროს, იგივე პოზიციაზე ვარ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კომერიძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტში ორ თემას არ ეთანხმება, ეს არის სტარტაპებისა და რეკლამის საკითხი.
„ჩემი პოზიცია კანონპროექტთან მიმართებაში დავაფიქსირე როგორც ეკონომიკის კომიტეტზე, ასევე შემდგომში კენჭისყრის დროს, იგივე პოზიციაზე ვარ. ეს არის ორი თემა: სტრატაპების საკითხი და დამატებითი რეკლამის მიცემის უფლება. ეს არის ის ორი საკითხი, რომელსაც არ ვეთახმებოდი და ახლაც არ ვეთანხმები. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს რაც შეეხება, ერთ პუნქტში დაემთხვა მისი მოსაზრება, მეორე პუნქტში არის განსხვავებული. ჩემს კოლეგებს ვურჩევდი ვიფიქროთ, არამხოლოდ დამტებით რეკლამისა და ბიუჯეტის გამოყოფაზე, არამედ იმ 53 მილიონზეც, რა მიზანს ემსახურება, რომელიც გამოიყოფა ამ კანონის მიხედვით”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.