ლევან კობერიძე - პარლამენტში უნდა ვიმსჯელოთ, არჩევნების ჩატარება არის თუ არა შესაძლებელი უსაფრთხო გარემოში
ლევან კობერიძე - პარლამენტში უნდა ვიმსჯელოთ, არჩევნების ჩატარება არის თუ არა შესაძლებელი უსაფრთხო გარემოში

პარტია „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, თემაზე, რამდენად უსაფრთხოდ გაიმართება პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნები, მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში გაიმართოს.

კობერიძის თქმით, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი და მოქმედი დეპუტატი, ითხოვს, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საჯარო მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში მოხდეს, მათ შორის დეპუტატებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით.

„მსჯელობა უნდა იყოს იმის თაობაზე, არჩევნების ჩატარება არის თუ არა შესაძლებელი უსაფრთხო გარემოში და ამაში საზოგადოება უნდა დარწმუნდეს. განხილვა უნდა იყოს იმის შესახებ, არჩევნების დღეს როგორ შევძლებთ ამომრჩევლის დაცვას. მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, არჩევნები ჩატარდეს ისეთ ვითარებაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არჩევნებზე მოსახლეობის მოსვლაც. დაშინებული მოსახლეობა ხელისუფლებას აწყობს. ვითხოვ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში გაიმართოს და რაიმე საფრთხე თუ შეიძლება წარმოშვას, ეს ღიად იყოს დაფიქსირებული. არ შეიძლება, კორონავირუსის თემებზე გადაწყვეტილებას ერთი პარტია იღებდეს, მაშინ როცა ეს თემა ყველას ეხება. არ შეიძლება, ერთ ადამიანს მოსაზრება მქონდეს, არჩევნები გადაიდოს თუ არა. ამის განხილვა უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დატოვე კომენტარი