ლევან კობერიძე - ეკონომიკის მინისტრს პასუხები არ გაუცია კრიტიკულ შეკითხვებზე, რაც საზოგადოებაში დაგროვდა
ლევან კობერიძე - ეკონომიკის მინისტრს პასუხები არ გაუცია კრიტიკულ შეკითხვებზე, რაც საზოგადოებაში დაგროვდა

სამწუხაროდ, იმ კრიტიკულ შეკითხვებზე, რაც საზოგადოებაში დაგროვდა, ეკონომიკის მინისტრს პასუხები არ გაუცია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„მისი მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრ გახარიასა და „ქართული ოცნების“ ქების რიტორიკა. რეალურად, კითხვები იმაზეა, თუ როგორ აპირებს ეკონომიკა კრიზისიდან გამოსვლას, ასევე როგორ აპირებს მთავრობა „კოვიდ19“-ის გამო შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია დაძლიოს. ამაზე პირადად მე არანაირი პასუხი არ მიმიღია. დავსვი შეკითხვები და ვიმედოვნებ, რომ მინისტრი ამ შეკითხვებს უპასუხებს და გამოვიტანთ რეალურ შინაარსს მისი გამოსვლიდან“, – განაცხადა კობერიძემ.

ნათია თურნავა დღეს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.