თამარ ჩერგოლეიშვილი - მას შემდეგ, რაც ლევან კობერიძის პარტიამ ელენე ხოშტარია გადააგდო და „ქოცი“ პირველ ადგილზე გაიყვანა, დაიხურა ქუდი და წავიდა
თამარ ჩერგოლეიშვილი - მას შემდეგ, რაც ლევან კობერიძის პარტიამ ელენე ხოშტარია გადააგდო და „ქოცი“ პირველ ადგილზე გაიყვანა, დაიხურა ქუდი და წავიდა

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ლევან კობერიძის მიერ პარტია „ლელოს“ დატოვების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„მას შემდეგ, რაც ამისმა პარტიამ ლაკა გადააგდო და ამის 8 პროცენტი ელენეს მოაკლო, რითაც „ქოცი“ პირველ ადგილზე გაიყვანა, დაიხურა ქუდი და წავიდა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ლევან კობერიძე პარტია „ლელოს“ ტოვებს. მისი თქმით, „ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან, თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ხედვებში გარკვეული განსხვავება ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო.

კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაესტუმრებინათ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე, შეუსრულებელი დარჩა. 

ლევან კობერიძის განმარტებით, მისი მცდელობა მიმართული იყო იქით, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, თუმცა სხვა რეალობა დადგა, რამაც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება განაპირობა.