„ლელო საქართველოსთვის“ კახეთის ორგანიზაცია პარტიის ხუთმა წევრმა, მათ შორის თავმჯდომარემ დატოვა
„ლელო საქართველოსთვის“ კახეთის ორგანიზაცია პარტიის ხუთმა წევრმა, მათ შორის თავმჯდომარემ დატოვა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ კახეთის ორგანიზაცია პარტიის ხუთმა წევრმა, მათ შორის თავმჯდომარემ დატოვა.

ვასილ კობიაშვილი, რომელიც გაერთიანების ხელმძღვანელებმა რამდენიმე თვის წინ კახეთის ოფისის დაფუძნებისას თავმჯდომარედ წარადგინეს, წასვლის მიზეზად მიუღებელ საკადრო გადაწყვეტილებებს ასახელებს და განმარტავს, რომ გაერთიანება ასცდა იმ ღირებულებებს, რისთვისაც ის და მისი თანამოაზრეები „ლელოს“ შეუერთდნენ.

„წამოვედი მე და ჩემთან ერთად კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის, ჩემი მოადგილე, რომლებიც ზნეობრივ კომპრომისზე არ წავიდოდით. ჩვენთვის მიუღებელი იყო ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებები. ის ღირებულებები, რისთვისაც „ლელოს“ შევუერთდით, სხვა რამემ ჩაანაცვლა“, – განაცხადა კობიაშვილმა.