სალომე სამადაშვილი - წლის ბოლოს ვნახავთ, როგორი იქნება ევროკავშირის შეფასება, ამიტომ დღეს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი რეალობას მოწყვეტილია
სალომე სამადაშვილი - წლის ბოლოს ვნახავთ, როგორი იქნება ევროკავშირის შეფასება, ამიტომ დღეს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი რეალობას მოწყვეტილია

კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არა, „ოცნების“ ყოფნა ხელისუფლებაში დასრულდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი დღეს რეალობას მოწყვეტილია.

„ამიტომ შემდეგი არჩევნები როცა არ უნდა ჩატარდეს, დასრულდება „ოცნების“ მარცხით და ოპოზიციიის გამარჯვებით. რაც შეეხება, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, წინ გვაქვს რამდენიმე თვე, როცა მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რაც უკავშირდება ევროკავშირის დღის წესრიგს. წლის ბოლოს ვნახავთ, რა იქნება, მათ შორის, ევროკავშირის პოზიცია და შეფასება იმასთან დაკავშირებით, რა გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამაზე დღეს საუბარი არის რეალობას მოწყვეტილი, რადგან არ არის დღეს დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები და არც ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა სამადაშვილმა.