შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ უთქვამს, „ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას არღვევსო, მაშინ, როცა ამ პარტიამ „საარჩევნო კოდექსს” მხარი არ დაუჭირა და შეთანხმება დაარღვია
შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ უთქვამს, „ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას არღვევსო, მაშინ, როცა ამ პარტიამ „საარჩევნო კოდექსს” მხარი არ დაუჭირა და შეთანხმება დაარღვია

„ლელოს“ უთქვამს, რომ „ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას არღვევსო. ეს იმ „ლელოს” უთქვამს, რომელმაც „საარჩევნო კოდექსს” მხარი არ დაუჭირა და ამით დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება, –  ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათი პრეტენზიები არასერიოზულია.

„მათი პრეტენზიები არასერიოზულია. „ლელო” „საარჩევნო კოდექსზე” კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავშეკავებით გაფორმდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი და მათგან პრეტენზიებს ვერ მივიღებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას ნატო-ში მიმავალ გზაზე ხელშეწყობისა და წინსვლის პროცესში დიდი დამსახურება აქვს.

„გარდა იმისა, რომ ჯეიმს აპატურაი ჩვენი პოლიტიკური მისწრაფების ერთ-ერთი სიმბოლოს – ნატო-ში გაწევრიანების სიმბოლოა, როგორც ადამიანი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ახლოა და ახლო ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ეს იყო ამ პოზიციაზე მისი გამოსამშვიდობებელი ვიზიტი საქართველოში. მას დიდი დამსახურება აქვს ნატო-ში მიმავალ გზაზე ხელშეწყობისა და წინსვლისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მისიას ასრულებს და მუშაობს გააგრძელებს ნატო-ს გენმდივნის წარმომადგენლად კიბერუსაფრთხოების საკითხებში.

დატოვე კომენტარი