„ლელოში“ აცხადებენ, რომ  მთავრობამ სათამაშო ბიზნესს სალიცენზიო მოსაკრებელი გაუნახევრა
„ლელოში“ აცხადებენ, რომ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს სალიცენზიო მოსაკრებელი გაუნახევრა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს სალიცენზიო მოსაკრებელი გაუნახევრა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საბა ბუაძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა 13 ივლისს დადგენილება გამოსცა, რომლის გათვალისწინებით, თბილისში მდებარე კაზინოებს გადასახადი 5 მლნ ლარით გაუნახევრდათ.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე კაზინოებს ორი წლის განმავლობაში გაუნახევრა გადასახადი და 5 მილიონი ლარი აჩუქათ. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ ქუჩებში ორგანიზებულია ძალადობა, როცა ჟურნალისტებს ფიზიკურად ესხმიან თავს და გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლება დამალულია და მედიას უცხადებს ბოიკოტს. ამ დროს მთავრობა ამ შავ-ბნელი საქმეებისთვის იცლის და სათამაშო ბიზნესს 5 მილიონი ლარის საჩუქარს უკეთებენ. წინადაარჩევნოდ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ იქ „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა ადამიანებმა გააგრძელონ მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლებამ ელემეტარული დახმარებაც კი ვერ გამოუყო ქართულ ბიზნესს, რომელიც მისი ხელით განადგურებისა და ჩამოშლის პირასაა. 5 მილიონი გამოუყვეს სათამაშო ბიზნესს მაშინ, როცა მზარდი ბიზნესია და მისმა ბრუნვამ გასულ წელს 38 მილიარდი ლარი შეადგინა”, – განაცხადა საბა ბუაძემ.