ბადრი ჯაფარიძე - სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორც კი გადაიყვანენ, „ლელო საქართველოსთვის“ ვწყვეტთ პოლიტიკურ ბოიკოტს
ბადრი ჯაფარიძე - სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორც კი გადაიყვანენ, „ლელო საქართველოსთვის“ ვწყვეტთ პოლიტიკურ ბოიკოტს

სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორც კი გადაიყვანენ, ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“ ვწყვეტთ პოლიტიკურ ბოიკოტს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. კრიზისის მიზეზი ამ ქვეყანაში ბევრია, მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. უამრავი საკითხია, რომელიც ყველა ჩვენგანს, ჩვენს ქვეყანას აწუხებს, რომელიც ასევე მოითხოვს გადაწყვეტას და ჩვენ ამისთვის გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.