ქართული კინოს ვარსკვლავი, ლეილა აბაშიძე ქაშუეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს.
ქართული კინოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობის, ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი 14 საათამდე მიმდინარეობდა.
ოჯახს ლეილა აბაშიძის კოლეგებმა, მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მიუსამძიმრეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე პოლიტიკოსები, კულტურის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.