ანდერძის თანახმად, ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ
ანდერძის თანახმად, ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ

ქართული კინოს ვარსკვლავს ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ პირველ არხს მსახიობის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

ლეილა აბაშიძის ანდერძის მიხედვით, მას დედის გვერდით დაკრძალავენ.

ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.