ლეილა აბაშიძის ოჯახს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ მიუსამძიმრეს

13:17, 12.04.2018

ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც ქართული კინოს ვარსკვლავის, სახალხო არტისტის, ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

ლეილა აბაშიძის ოჯახის წევრებს ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად მიუსამძიმრა.

14:00 საათისთვის ლეილა აბაშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენებენ და ანდერძის მიხედვით, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.

ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მსგავსი