ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს დაკრძალავენ
ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს დაკრძალავენ. პანაშვიდები მის საცხოვრებელ სახლში, ფალიაშვილის ქუჩის 33 ნომერში 10 და 11 აპრილს გაიმართება.
სამოქალაქო პანაშვიდი კი 12 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სად დაკრძალავენ ცნობილ ქართველ მსახიობს ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში შექმნილი კომისია გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს. შესაძლოა, მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალონ.

ცნობილი ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე  88 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.