„ლეიკერსის“ 26-ე გამარჯვება რეგულარულში - ენტონი დევისმა 35 ქულა მიითვალა [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს მოქმედი ჩემპიონი „ლეიკერსი“. ლოს ანჯელესელებმა ამჯერად, „სტეიპლს ცენტრში“ „მემფისს“ უმასპინძლეს და საბოლოოდ, 10 ქულის სხვაობით 115:105 მოიგეს.

საინტერესოა, რომ „გრიზლისმა“ პირველი ტაიმი 13 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც „ლეიკერსმა“ 41:23 მოიგო.

ლოს ანჯელესელებს შორის საუკეთესო 35 ქულით ენტონი დევისი გამოდგა, მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 28 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასია. 20 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ კუზმამ. ჰარელმა მატჩი 14 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

„მემფისის“ რიგებში 23 ქულა დააგროვა გრეისონ ალენმა. 22-22 ქულა მიითვალეს იონას ვალანჩუნასმა და ჯა მორანტმა.

„ლეიკერსი“ 21 მოგებითა და 6 მარცხით 1-2-ე ადგილებს იყოფს „იუტასთან“. რაც შეეხება „მემფისს„, „გრიზლისი“ ჯერჯერობით 10 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.

შარლოტი – მინესოტა 120:114

ვაშინგტონი – ნიუ იორკი 91:109

ატლანტა – სან ანტონიო 114:125

დალასი – ნიუ ორლეანი 143:130

ჩიკაგო – კლიპერსი 106:125

ბოსტონი – დეტროიტი 102:108

დენვერი – ოკლაჰომა 97:95

იუტა – მილუოკი 129:115

პორტლენდი – კლივლენდი 129:110

საკრამენტო – ორლანდო 112:123