„დალასმა“ ენტონი დევისი გაცვალა #1TVSPORT
„დალასმა“ ენტონი დევისი გაცვალა #1TVSPORT

ამერიკული ტელეკომპანიის, ESPN-ის ცნობილმა ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ სოციალურ ქსელში დაწერა მსხვილი გაცვლის შესახებ „დალას მავერიქსსა“ და „ვაშინგტონ უიზარდს“ შორის.

„მავერიქსმა“ თავისი სუპერვარსკვლავი ენტონი დევისი, ჯეიდენ ჰარდი, დ’ანჯელო რასელი და დანტე ეკზამი გაუშვა დედაქალაქურ კლუბში, სანაცვლოდ კი მიიღო კრის მიდლტონი, ეი-ჰეი ჯონსონი, მალაკია ბრენემი და მარვინ ბეგლი.

გარდა ამისა, „დალასი“ მიიღებს დრაფტაქტივებს: პირველი რაუნდის – ორ (2026, 2030) და მეორე რაუნდის სამ (2026, 2027, 2029) არჩევანს.