ლეგიონ „აზოვის“ მეთაური - „აზოვსტალში“ სისხლიანი დაპირისპირება მიმდინარეობს, ვაგრძელებთ თავდაცვას, ამაყი ვარ ჩემი ჯარისკაცებით
ლეგიონ „აზოვის“ მეთაური - „აზოვსტალში“ სისხლიანი დაპირისპირება მიმდინარეობს, ვაგრძელებთ თავდაცვას, ამაყი ვარ ჩემი ჯარისკაცებით

აზოვსტალში“ სისხლიანი დაპირისპირება მიმდინარეობს, ვაგრძელებთ თავდაცვას, ამაყი ვარ ჩემი ჯარისკაცებით, – ამის შესახებ ლეგიონ „აზოვის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„უკვე მეორე დღეა, მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა, სისხლიანი დაპირისპირება მიმდინარეობს, ამაყი ვარ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზებუნებრივ ძალისხმევას იჩენენ მტრის შესაკავებლად.

მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას“,- ამბობს პროკოპენკო.