ლაურა ღაჭავა - ხანძრის მიზეზად დივერსიის დასახელება არასწორია, ხელისუფლებასთან პრობლემები არ მაქვს
ლილოს ტერიტორიაზე მდებარე „ჩაინა ლილო სითის“ მეპატრონე ლაურა ღაჭავა ხანძრის მიზეზად დივერსიის დასახელებას არასწორად მიიჩნევს.
როგორც ღაჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მართალია, ბაზრობის გეგმური შემოწმება მიმდინარეობდა, დოკუმენტაციაც ამოღებულია, მაგრამ ხანძრის დაკავშირება ამ შემოწმებასთან სწორი არის.
„ვერ გეტყვი, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა. ძნელია ახლა ამაზე ლაპარაკი. ხელისუფლებასთან პრობლემები არ მაქვს“,- აღნიშნა ღაჭავამ.
მისივე თქმით, ხანძარი ელექტროენერგიიდან არ უნდა იყოს გაჩენილი, რადგან ელექტროგაყვანილობის სისტემა მოსაწერსიგებულია.
ამასთან, ლაურა ღაჭავას შვილმა, გიორგი კოდუამ განაცხადა, რომ დივერსიაზე ვერაფერს იტყვის და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
ლილოში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.