გიორგი კოდუა - დივერსიაზე ვერაფერს გეტყვით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს
გიორგი კოდუა - დივერსიაზე ვერაფერს გეტყვით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს

ელექტროგადამცემი სისტემა სრულიად მწყობრში იყო, ბაზრობა ძალინ გამართულია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი კოდუამ განაცხადა, რომელიც ლილოში, „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

„ჩვენ ვიცით რომ ბოლო პერიოდში ხდება ბევრი ხანძარი ბაზრობებზე, ამიტომ ყველაფერი გვქონდა გათვლილი“,- აღნიშნა კოდუამ.

კითხვაზე, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ქმედება, კოდუა ამბობს, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„დივერსიაზე ვერაფერს გეტყვით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არ ვიცი რა მოხდა, ამას გვაჩვენებს გამოძიება. ჩვენც მივადევნებთ თვალყურს“,- განაცხადა კოდუამ.

ამასთან, „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორის ზვიად ქირიას განცხადებით, ტერტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა. ქირია  არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი.