ლაურა ღაჭავა - ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, თავს არ ვცნობ დამნაშავედ
ლაურა ღაჭავა - ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, თავს არ ვცნობ დამნაშავედ

თავს არ ვცნობ დამნაშავედ. არავის არ დავუკითხივარ და შეიძლება ეგეთი რაღაც, დაკითხული არ იყო და ბრალი წაგიყენონ? – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბიზნესმენმა, ლაურა ღაჭავამ განუცხადა, რომელსაც ბიუჯეტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტის ზიანის მიყენებას ედავებიან, ყალბი აქტივების შექმნითა და გამოყენებით.

ღაჭავას თქმით, ის გამოცხადდება საგამოძიებო სამსახურში და დეტალურ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.

„უძრავი ქონება ვიყიდე ბანკებიდან და ბანკმა დამიბრუნა აქტივი დღგ, ეს არის ჩემი შეძენილი, რომელიც შევიძინე 2013 წელს. გავეცნობი და იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არავითარი ყალბი აქტივი არ გამიკეთებია, 2013 წლიდან მაქვს ეს აქტივი, რომელსაც ჩვეულებრივად ვიყენებდი შვიდი წლის განმავლობაში საბაჟოშიც, საშემოსავლოშიც. ნელ-ნელა ვიყენებდი თანხას. ეს ჩემი აქტივია – ვიყიდე „ქართუ“ ბანკიდან უძრავი ქონება. მე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე. თავს არ ვცნობ დამნაშავედ. არავის არ დავუკითხივარ და შეიძლება ეგეთი რაღაც რომ დაკითხული არ იყო და ბრალი წაგიყენონ?“, – განაცხადა ღაჭავამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

დატოვე კომენტარი