ლაშა ნაცვლიშვილი მირზა სუბელიანის ბრალდებაზე - პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ
საქართველოს პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი ფრაგმენტის თანახმად, მირზა სუბელიანი გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ ნაცვლიშვილს „ქართულ ოცნებაში“ „ხოდი“ მიეცა და ახლა პატიმარ კაცს ძირავს.
სუბელიანის ბრალდებების პასუხად ლაშა ნაცვლიშვილი imedinews-სთან ამბობს, რომ ციხე მძიმე განსაცდელია, მით უმეტეს, ძალოვანისთვის და ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას.
„მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში გასაჯაროებული ფარული ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა უხეში მონტაჟის შედეგია, ზოგადად, პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.