ლაშა ნაცვლიშვილი „პოსტივის“ ხელმძღვანელად ბრუნდება
ლაშა ნაცვლიშვილი „პოსტივის“ ხელმძღვანელად ბრუნდება

ლაშა ნაცვლიშვილი საკუთარ დაფუძნებულ „პოსტივის“ უბრუნდება.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები „პოსტივის“ ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელივიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელივიზია, რომელიც…

Posted by Lasha Natsvlishvili on Sunday, February 21, 2021