ლადო კახაძე - თანახმა ვარ, ურწმუნოთა დასანახად, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო
თანახმა ვარ, ურწმუნოთა დასანახად, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილემ, ლადო კახაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს მოუწოდა, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აცრა საჯაროდ გაიკეთონ.
„იქნებ გავაკეთოთ ინიცირება, მაგალითად, მე, როგორც დარგის სპეციალისტი, როგორც საკანონმდებლო სივრცის წარმომადგენელი და ასევე ასაკის გათვალისწინებით, მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო, არამხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, არამედ ვაქცინაციისადმი ნდობის ასამაღლებლად. მივმართავ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საპატრიარქოს, დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით, ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ეს ფრონტალურად, რათა ადამიანებს კიდევ ერთხელ მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, – განაცხადა კახაძემ.