„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო საარჩევნო პროგრამა და ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განხორციელებას გეგმავს არჩევნებში გამარჯვებისთანავე.
ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, სანიაღვრე არხების მოწყობა და მიწის რეგისტრაციაში დახმარება – ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებაში ლადო კახაძე მოსახლეობას დაეხმარება.