ლადო კახაძე – დავით აღმაშენებლის ძეგლი, ეს ღირსება, იმ ადგილზე უნდა იდგეს, სადაც თავიდან იყო კარგად გამიზნული

15:19, 26.06.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ლადო კახაძეს მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ძველ ადგილზე უნდა დაბრუნდეს. ლადო კახაძემ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ისაუბრა და დაინტერესდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოსაზრებით ამასთან დაკავშირებით.

„ჩემი კითხვის ავტორები არიან დიდი მეცნიერები, ღვაწლმოსილი ადამიანები, მეცნიერებათა აკადემია და მოსახლეობა – რას ფიქრობთ თქვენ დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ღირსება იმ ადგილზე უნდა იდგეს, სადაც თავიდან იყო კარგად გამიზნული“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მსგავსი