ლადო კახაძე - დავით აღმაშენებლის ძეგლი, ეს ღირსება, იმ ადგილზე უნდა იდგეს, სადაც თავიდან იყო კარგად გამიზნული
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ლადო კახაძეს მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ძველ ადგილზე უნდა დაბრუნდეს. ლადო კახაძემ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ისაუბრა და დაინტერესდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოსაზრებით ამასთან დაკავშირებით.
„ჩემი კითხვის ავტორები არიან დიდი მეცნიერები, ღვაწლმოსილი ადამიანები, მეცნიერებათა აკადემია და მოსახლეობა – რას ფიქრობთ თქვენ დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ღირსება იმ ადგილზე უნდა იდგეს, სადაც თავიდან იყო კარგად გამიზნული“, – განაცხადა ლადო კახაძემ.