ლადო კახაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა
ლადო კახაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

ლადო კახაძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

კახაძე პარლამენტის პირველი წევრია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.