ზურაბ ჯაფარიძე – არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე ეს არ არის
მე არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე, „იუთუბარხზე“, ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ სახელმწიფო ამაში უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში ბევრი წლით გამოკეტოს.
„ერთი ზრდასრული ადამიანი მეორე ზრდასრულ ადამიანს რაღაცა ნივთიერებას აძლევს და მეორე ზრდასრული ადამიანი თავისი ნებით იმას ამაში ფულს უხდის, რომ თვითონ სიამოვნება მიიღოს, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე ეს არ არის. ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ ერთიც თავისუფალია, მეორეც თავისუფალია. კისერი უტეხია ერთსაც და მეორესაც, პირობითად ვამბობ. უხეში ფორმაა რასაც ვამბობ, მაგრამ მაინც.
არ მგონია, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში გამოკეტოს ბევრი წლით. მერე ჩვენ გადასახადები უნდა ვიხადოთ, რომ იმას კიდევ ვაჭამოთ და ვასვათ, ციხეში შევინახოთ. სიგიჟე მგონია ეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი სოციალური ჯგუფი არიან ეგრეთ წოდებული ბარიგები და მე გამოვდივარ იმათ დამცველად, ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ და მე ამას არ შევიცვლი არასოდეს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.