ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს – ამის შესახებ მან YOUTUBE-ზე, გადაცემა „სიტყვის ფასში“ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს. „ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ ერთიც თავისუფალია, მეორეც თავისუფალია და კისერი უტეხია ერთსაც და მეორესაც. პირობითად ვიძახი, უხეში ფორმაა რასაც ვიძახი, მაგრამ მაინც. არ მგონია, რომ მანდ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში უნდა გამოკეტოს ბევრი წლით, რომელსაც მერე ჩვენ გადასახადები უნდა ვუხადოთ, რომ იმას კიდევ ვაჭამოთ და ვასვათ, ციხეში შევინახოთ.” – აცხადებს ზურა გირჩი ჯაფარიძე.