კურორტი აბასთუმანი ზაფხულის სეზონისთვის დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს
კურორტი აბასთუმანი ზაფხულის სეზონისთვის დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი, ასევე დაგეგმილია ახალი დაარსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
„სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სეზონურად, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო კურორტს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. აგვისტოდან არსებული პრობლემა აღმოიფხვრება, შედეგად ადგილობრივები და იქ ჩასული დამსვენებლები უწყვეტი სასმელი წყლით ისარგებლებენ“,- აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა.