წყალმომარაგების კომპანია - ბაკურიანში წყალმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება
წყალმომარაგების კომპანია - ბაკურიანში წყალმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება

ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღუდგება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განუცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის დამატებითი მარაგი გაზრდილია.

ამასთან, როგორც კომპანიაში ამბობენ, ქსელში წყალი უკვე გაეშვა და მთელ დაბაში წყლის მიწოდება დღის განმავლობაში აღდგება.

„წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანში თითქმის გადაჭრილია. ამჟამად წყალი მიეწოდება ბაკურიანის მოსახლეობას. პრობლემურ ობიექტებთან მუშაობს ტექნიკური ჯგუფები და წყლის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივი მოხდება. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე მთელ ბაკურიანს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. რაც შეეხება პრობლემური ობიექტების ნაწილს, „პანორამას“ უკვე მიეწოდება წყლი, მაგრამ არასრული ტემპით. ტექნიკური ჯგუფები გასულები არიან ობიექტებზე და მუშაობენ“, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ.