კურორტი აბასთუმანი ზაფხულის სეზონისთვის დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს

11:16, 17.02.2019

კურორტი აბასთუმანი ზაფხულის სეზონისთვის დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი, ასევე დაგეგმილია ახალი დაარსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სეზონურად, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო კურორტს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. აგვისტოდან არსებული პრობლემა აღმოიფხვრება, შედეგად ადგილობრივები და იქ ჩასული დამსვენებლები უწყვეტი სასმელი წყლით ისარგებლებენ“,- აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა.

 

მსგავსი