კრისტიან ურსე - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მუშაობა დავასრულეთ და რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს
დავასრულეთ მართლსმაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მუშაობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ქრისტიან ურსემ განაცხადა.
„ერთის მხრივ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით მოსამართელეების კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დისციპლინური წარმოება ზოგადად არის მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი გარანტიების უზრუნველყოფა. ჩვენ ასევე მოვახერხეთ, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის შესახებ წესები გაგვეწერა და იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია მოსამართლეების დანიშვნის პროცესში, რადგან სწორედ იქიდან იწყება კანდიდატების შერჩევა, მსმენელების შერჩევის კონტექსტში. ასევე ამ ფორმატში ჩვენ ვისაუბრეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესებსა და რეგულაციებზე“,- განაცხადა ურსემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ცვლილებები, რაც ახლა არის კანონპროექტით მომზადებული, საპარლამენტო განხილვების დროს შენარჩუნდეს.
„მინდა გავუსვა ხაზი, რომ სასამართლოს რეფორმა ბუნებრივია, აქ არ მთავრდება. მომავალში რეფორმაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ეს იყო კარგი ფორმატია, ვინაიდან აქ გვყავდა არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სასამართლოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ მეტ-ნაკლებად კარგი შედეგები მივიღეთ, თუმცა მნიშვნელოვანია ამ შედეგების შენარჩუნება“,- განაცხადა კრისტიან ურსემ.