პოლონეთის პარლამენტმა დაამტკიცა მართლმსაჯულების რეფორმა, რასაც მისგან ევროკავშირი ითხოვდა
პოლონეთის პარლამენტმა დაამტკიცა მართლმსაჯულების რეფორმა, რასაც მისგან ევროკავშირი ითხოვდა

პოლონეთის პარლამენტმა დაამტკიცა მართლმსაჯულების რეფორმა, რასაც მისგან ევროკავშირი ითხოვდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პოლონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეების დისციპლინარული პალატის გაუქმებას, რაც ნიშნავს, რომ ვარშავა სავარაუდოდ მიიღებს „კოვიდ-19“-ის შედეგების აღმოსაფხვრელად გამოყოფილ 35 მილიონ ევროს, რომელიც ამ დრომდე დაბლოკილი იყო.

მიუხედავად ამისა, პოლონეთის მმართველი პარტიის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეების რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის.

მანამდე ევროკავშირმა მოუწოდა ვარშავას, შეასრულოს ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება და გააუქმოს მოსამართლეთა დისციპლინარული პალატა, სხვა შემთხვევაში პოლონეთი გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებდა. ამას გარდა ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის სახით ყოველდღიურად მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.