ესტონეთის ელჩი - ყველა რეფორმა, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, საჭიროა, ჰარმონიაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან
ესტონეთის ელჩი - ყველა რეფორმა, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, საჭიროა, ჰარმონიაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან

ყველა რეფორმა, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, საჭიროა, ჰარმონიაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რინა კალიურანდმა განუცხადა.

„როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ყველა რეფორმა, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, საჭიროა, ჰარმონიაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ვფიქრობ, ვენეციის კომისია არის კარგი ინსტიტუტი ცვლილებებისა და რეფორმების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ეს სწორი ნაბიჯია. ჯერ კიდევ გასარკვევია, როდის შესრულდება ეს თორმეტი პუნქტი“, – განაცხადა რინა კალიურანდმა.