მადრიდის „რეალის“ ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს, თანაგუნდელთა შორის დაცვაში თამაშში ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს.
როგორც WhoScored-მა დაითვალა, პორტუგალიელს 2017-2018 წლების სეზონის დაწყებიდან დღემდე არც ერთი ართმევა და არც ერთი ჩაჭრა არ შეუსრულებია.
„რეალის“ შემადგენლობაში ართმევებში „ნული“ მხოლოდ ორ მეკარეს – კეილორ ნავასსა და კიკო კასილიას აქვთ, აგრეთვე, მატეო კოვაჩიჩს, რომელმაც მოედანზე ჯამში 63 წუთი გაატარა.
ჩაჭრებში „ნული“ კი რონალდუს გარდა აქვთ კოვაჩიჩს, ნავასსა და ბორხა მაიორალს, რომელმაც სეზონში 110 წუთი ითამაშა.
შედარებისთვის, „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის ესპანეთის ჩემპიონატში მატჩში საშუალოდ 0.3 ართმევა და 0.2 ჩაჭრა აქვს.