მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “ხეტაფეს” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. მადრიდელებმა შეხვედრა 3:1 მოიგეს.
ამ მატჩის შემდეგ, რონალდუ გახდა მეორე ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში 300 გოლი გაიტანა. მანამდე, ამ ზღვარს “ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ გადააბიჯა. ამასთან, რონალდუს 300 გოლის გასატანად 286 მატჩი დასჭირდა, მესის – 334. ამ მომენტისთვის, არგენტინელს პრიმერაში 372 გოლი აქვს.
“ხეტაფეს” ძლევის შემდეგ, “რეალს” 54 ქულა აქვს ჩემპიონატში და მესამე ადგილზეა. ის ლიდერ “ბარსელონას” 12 ქულით ჩამორჩება, მეორე ადგილზე მყოფ “ატლეტიკოს” – 7 ქულით. კვირას, “კამპ ნოუზე” სწორედ “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ხვდებიან ერთმანეთს.