კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების დამალვისთვის ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა
კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების დამალვისთვის ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების დამალვისთვის ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა. ესპანური გამოცემა El Mundo-ს ინფორმაციით, რონალდუმ ესპანეთის საგადასახადო ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწია და პატიმრობასთან ერთად, 18.8 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულებაც აიღო.

შეთანხმების მიუხედავად, ცნობილი ფეხბურთელი ციხეში არც ერთ დღეს არ გაატარებს, რადგან ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, პირველი სასჯელისთვის ორ წელზე ქვემოთ არსებული პატიმრობის ვადა პრობაციით იცვლება. 33 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს ესპანეთის მთავრობა 14.7 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვას ედავებოდა.