კრიშტიანუ რონალდუმ მშობლიურ მადეირაზე საკუთარი პრიზები გამოფინა
კრიშტიანუ რონალდუმ მშობლიურ მადეირაზე საკუთარი პრიზები გამოფინა

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ 2017 წელი შეაჯამა და გარშემო მყოფ ადამიანებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. პორტუგალიელმა გასულ წელს ხუთი ტიტული მოიპოვა, აგრეთვე, “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.

“2017 წელი ბევრი პარამეტრის მიხედვით დაუჯერებელი იყო. ეს გასაოცარი გრძნობაა – გაიხედო უკან და დაინახო ის, თუ რას მიაღწიე იმ მომენტიდან, როცა მადეირას ქუჩებში ბურთს აგორებდი.

მე ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული, მაგრამ მონდომებითაც ვმუშაობდი, რათა ჩემი შესაძლებლობებისგან მაქსიმუმი მიმეღო. თუმცა, ვერ მივაღწევდი ამდენს ბევრ ადამიანთან თანამშრომლობის გარეშე, რომლებიც პროფესიულად მეხმარებოდნენ.

მინდა, ეს მომენტი ჩემს ოჯახს მივუძღვნა, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო – როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებში. აგრეთვე, ჩემს მეგობრებს, მწვრთნელებსა და პარტნიორებს კლუბებსა თუ ნაკრებში. ასევე, არ დავივიწყებ მათ, ვისაც ჩემი სჯეროდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა უბრალო მეოცნებე ბავშვი ვიყავი.

განსაკუთრებული მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვისა და აღმაფრენისთვის. ისინი მაიძულებდნენ, მონდომებით მუშაობა გამეგრძელებინა და სრულად დავხარჯულიყავი ყოველი გამოწვევისას“, – ამბობს კრიშტიანუ გაზეთ AS-თან კომენტარში.