ლისაბონში პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული საფეხბურთო პრემიის Quinas de Oro-ს გადაცემის ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მიიღო.
პორტუგალიის წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი “მონაკოს” დამრიგებელ ლეონარდო ჟარდიმს გადაეცა.
კრიშტიანუ ცერემონიას თავის არაოფიციალურ მეუღლესთან ჯორჯინია როდრიგესთან ერთად სტუმრობდა.