კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე კვირის მოთამაშე გახდა
კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე კვირის მოთამაშე გახდა

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. ამ ტიტულისთვის ბრძოლაში პორტუგალიელმა ჯეიმს მილნერს (“ლივერპული”), ლეროი სანესა (“მანჩესტერ სიტი”) და გონსალო იგუაინს (“იუვენტუსი”) აჯობა.

რონალდუმ “პარი სენ-ჟერმენთან” განმეორებით მერვედფინალში გახსნა ანგარიში, 1:1-ზე კი კაზემიროს გაატანინა და “რეალმა” მოიგო პარიზში შეხვედრა – 2:1.

კრიშტიანუს 12 გოლი აქვს წლევანდელ გათამაშებაში, გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ცხრა მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს – ამ სერიაში შედის შარშანდელი ფინალი და მიმდინარე გათამაშების რვა მატჩი.