კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავი იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი გახდა
კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავი, იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი გახდა.
ცენტრისტული პარტია „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ლიდერი მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ აირჩია.
ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვება იმრან ხანის პარტიამ მოიპოვა, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა.
იმრან ხანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პატარა პარტიების დახმარებით მიიღო. სპორტის ქარიზმატული ვარსკვლავი, რომლის კაპიტნობითაც 1992 წელს პაკისტანმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ქვეყნის მოსახლეობას პოპულისტური იმიჯით სიღარიბესთან და კორუფციასთან ბრძოლას ჰპირდება.
იმრან ხანს პაკისტანის პოლიტიკაში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. არჩეული პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ინდოეთთან ქაშმირის რეგიონის პრობლემის მოგვარებას შეეცდება.
იმრან ხანი აშშ-ის რეგიონული პოლიტიკის კრიტიკის ნაცვლად, ვაშინგტონთან ორმხრივ სარგებელზე ორიენტირებული ურთიერთობების ინიციატივით გამოდის.