პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, იმრან ხანს ბრალი ედება სახელმწიფო საიდუმლოების გათქმაში. იმრან ხანი მის მიმართ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

შეგახსენებთ, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გასული წლის აგვისტოში დააკავეს და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა სახელმწიფო საჩუქრების გასხვისებას. გამოძიების ცნობით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს აღნიშნული საჩუქრების გაყიდვიდან მიღებული თანხა დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი. იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს, ხოლო 2022 წელს პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა.