პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დაკავება უკანონოდ ცნო
პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დაკავება უკანონოდ ცნო

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დაკავება უკანონოდ ცნო, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ექსპრემიერის თანაშემწის განცხადებით, იმრან ხანი უზენაესი სასამართლოს დაკავების იზოლატორში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე რჩება. საზოგადოების წინაშე ხანი პარასკევს წარდგება.

ყოფილი პრემიერი კორუფციის ბრალდებით გასამხედროებულმა ძალებმა სამშაბათს დააკავეს. იმრან ხანის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები და შეტაკებები მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა და ასობით დააპატიმრეს.