პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ.

ისლამაბადის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დამნაშვედ ცნო საქმეზე, რომელიც იმრან ხანის მიერ სახელმწიფო საჩუქრების გასხვისებას ეხება. გამოძიების ცნობით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული საჩუქრების გაყიდვიდან მიღებული თანხა დეკლარაციაში არ შეიტანა.

მოსამართლემ იმრან ხანის დაუყოვნებლივ დაპატიმრების განკარგულება გასცა. პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს.

იმრან ხანი 2018 წელს აირჩიეს პაკისტანის მთავრობის მეთაურად, თუმცა 2022 წელს პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა დაიწყეს სკანდირება „იმრან ხანი ქურდია“.

იმრან ხანი მაისშიც დააკავეს, რადგანაც ის სასამართლოში არ გამოცხადდა. თუმცა, მოგვიანებით პაკისტანის მთავრობის ყოფილი მეთაური გაათავისუფლეს.